ახალი ამბები

პოლიციელების მიერ ძალის სავარაუდო გადაჭარბებულ გამოყენებას მსხვერპლი მოყვა

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ალექსანდრე ხოსიტაშვილი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას თბილისში სასტიკად სცემეს. ამ ფაქტს თვითმხილველები ადასტურებენ.


გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა პოლიციასთან ერთად სამედიცინო პერსონალმაც უნდა გაიზიაროს, რომელთაც მათი განცხადებით, ჯერ კიდევ ცოცხალ ხოსიტაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა  შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მსგავსი შემთხვევების სათანადო გამოძიება არ ხდება.
 
”რასაც ყვებიან ამ ამბის შემსწრე ადამიანები და გარდაცვლილის ახლობლები, პოლიციელების ბრალეულობა აშკარაა… მიუხედავად იმის, რომ ძალიან მკვეთრად იკლო პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა, ასეთი ფაქტები ჯერაც გრძელდება და ხშირ შემთხვევაში, არ ხდება მათი სათანადო გამოძიება,”- განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” სოზარ სუბარმა.  

Back to top button