ახალი ამბები

რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა განახლდა

10 აპრილს დაიწყო ფოთსა და კრასნოდარის მხარის პორტ ”კავკაზს” შორის საბორნე-სარკინიგზო მიმოსვლა. ამ მარშრუტის საშუალებით მოიხსნება სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადა, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა.


“ის რომ სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა, ხოლო ახალ ბორანს 50-მდე ვაგონი გადაჰყავს, ეს უკვე ჭრის ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთ საკვანძო პრობლემას და მოდით პირდაპირ ვთქვათ, სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადას,” – განაცხადა სერგეი ივანოვმა 11 აპრილს ერევანში ვიზიტის დროს.


რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა გასული წლის ოქტომბრიდან შეწყდა მას შემდეგ, რაც ჯაშუშების სკანდალის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button