ახალი ამბები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახალი პარლამენტის სპიკერი კვლავ ნუგზარ აშუბა გახდა

3 აპრილს სოხუმში გაიმართა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეული პარლამენტის – სახალხო კრების – პირველი სხდომა, სადაც სპიკერად კვლავ წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა აირჩიეს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


აფხაზმა დეპუტატებმა ასევე აირჩიეს სამი ვიცე-სპიკერი: ვიაჩესლავ ცუგბა, ირინა აგრბა და ალბერტ ოვსეპიანი.


4 მარტისა და 18 მარტის საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად 35-მანდატიან ე.წ საკანონმდებლო ორგანოში დე ფაქტო ხელისუფლების მომხრე 28 მაჟორიტარი დეპუტატი მოხვდა, დანარჩენი მანდატები კი ოპოზიციას ერგო. თუმცა ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისი სარჩელით მიმართა უზენაეს სასამართლოს.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში 27 აფხაზი, 3 რუსი, 3 სომეხი და 2 ეთნიკური ქართველი მოხვდა.

Back to top button