ახალი ამბები

სასამართლომ ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გასულ წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულ ექვს პიროვნებას საბოლოო განაჩენი გამოუტანა.


ბრალდებულ პლატონ მამარდაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ნიკოლოზ მახარაძეს – 7 წლით, ლევან ცინდელიანს – 10 წლით, ხოლო მალხაზ ზედელაშვილს, გიორგი ავალიანს და ზურაბ ვიბლიანს 6-6 წლით.


პროკურატურა პლატონ მამარდაშვილისთვის 17 წლიანი პატიმრობის შეფარდებას,  ნიკოლოზ მახარაძისთვის 8 წლითსა და 6 თვით, მალხაზ ზედელაშვილისთვის 7 წლითა და 4 თვით, ხოლო ლევან ცინდელიანის, ზურაბ ვიბლიანის და გიორგი ავალიანისთვის7-7 წლით თავისუფლებას აღკვეთას მოითხოვდა.


ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წლის 27 მარტს მე-5 იზოლატორში მომხდარი ბუნტის ჩახშობის მიზნით განხორციელებულ ოპერაციას შვიდი პატიმარი ემსხვერპლა. ხელისუფლების განცხადებით, ციხის ბუნტს კრიმინალური ავტორიტეტები მართავდნენ როგორც ციხის შიგნიდან, ისე გარედან, რადგან მათ სურდათ ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზება და ქვეყანაში ”მასობრივი დესტაბილიზაციის” დაწყება.

Back to top button