
ახალი ამბები
ქართული სამშვიდობო ასეულის როტაცია კოსოვოში
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დღეს მიემგზავრება.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ასეული, რომელიც 150 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, კოსოვოში გამგზავრებამდე გერმანიაში გაივლის დამატებით მომზადებას, რის შემდეგაც სამშვიდობო მისიას კოსოვოში გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში შეასრულებს.
ასეული ადგილზე 31-ე ქვეითი ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს და ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში.