skip to content
ახალი ამბები

სტამბოლში შსკ-ს თანათავმჯდომარეთა არაფორმალური შეხვედრა იმართება

დღეს სტამბოლში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების არაფორმალური შეხვედრა იწყება, რომელიც ორ დღეს გასტანს.


სტამბოლში იმყოფება ქართული დელეგაცია, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის ხელმძღვანელობით.


20 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ სტამბოლის შეხვედრაზე ცხინვალი კვლავ დააყენებს მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების შენარჩუნების საკითხს, რის შეცვლასაც თბილისი ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button