ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთზე გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციაზე იმსჯელეს

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ქვეყნების (აშშ-ს, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი) ელჩებთან, სადაც საუბარი შეეხო აპრილის შუა რიცხვებში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაგეგმილ მორიგი რეზოლუციის მიღების საკითხებს.


ჩეჩელაშვილის განცხადებით ზემო აფხაზეთში 11 მარტს მომხდარი ინცინდენტის მიუხედავად, საქართველო კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას არსებული კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეშვეობით მოგვარებაზე. მისი თქმით, სასურველია გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციაში აისახოს ქართული მხარის მიერ წინა რეზოლუციის დებულებების შესრულება, იტყობინება საგარეო უწყება.


 

Back to top button