skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური ტარდება

18 მარტს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არჩევნების მეორე ტური ტარდება 35-მანდატიან პარლამენტში იმ 17 ადგილის შესავსებად, რომლებიც 4 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვაკანტური დარჩა.


აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნები იმ 17 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 4 მარტს საკმარისი ხმების მოპოვება ვერ მოახერხა, მათ შორის გალის რაიონის ორ მაჟორიტარულ ოლქში – შაშიკვარში და გალში.


თბილისი გმობს არჩევნებს და მათ უკანონოს უწოდებს. ევროკავშირმა, ნატომ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ეუთოს ესპანურმა თავმჯდომარეობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაგმეს აფხაზეთის არჩევნები.


თუმცა, მოსკოვის განცხადებით, ის ”პატივს სცემს” ამ არჩევნებს, რომელიც აფხაზეთში 11 თებერვალს გამართული ”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიული ტენდენციების გაგრძელება იყო”.


18 მარტს თბილისში მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა აფხაზეთის არჩევნების წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილენი ასევე სოლიდარობას უცხადებდნენ აფხაზური მილიციის მიერ 1 მარტს დაკავებულ სამ ქართველ სტუდენტს. სამივე ქართველი გალის რაიონში აფხაზეთის არჩევნების წინააღმდეგ კამპანიის გამართვას ცდილობდა.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button