
სოხუმს რუსეთთან პირდაპირი საფოსტო კავშირი სურს
სოხუმი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს პირდაპირი საფოსტო კავშირის დამყარებას რუსეთთან თბილისის მიმართ უნდობლობის გამო, იუწყება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.
”ომის შემდგომი ცამეტ ნახევარი წლის შემდეგ აფხაზეთში წერილი საქართველოს გავლით არავის არასდროს არ მიუღია. და არც მიიღებს. საქართველოს – არასაიმედო ქვეყანაა, ის არ შეიძლება იყოს საიმედო პარტნიორი, არ შეუძლია უზრუნველყოს საერთაშორისო საფოსტო გაცვლა და ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით”, – განაცხადა ბჟანიამ.
აფხაზურმა მხარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის ფოსტის ხელმძღვანელმა იგორ სირცოვმა 15 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა აღადგინოს პოლიტიკური მოტივებით ნახევარი წლის წინ საქართელოსთან გაწყვეტილი საფოსტო კავშირი.
თუმცა მან ასევე დასძინა, რომ საქართველო ვერასდროს ვერ უზრუნველყოფდა კორესპონდენტიის თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადრესატამდე მიტანას და შედეგად რუსეთი სეპარატისტებისგან ”სამართლიან საყვედურებს” იღებდა.