ახალი ამბები

პრეზიდენტი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს პარლამენტში თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და განაცხადა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში უახლოეს ხანებში შევა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით, რომლითაც მოხდება ნარკოტიკების გამსაღებელთა ქონების კონფისკაცია.


”ჩვენ უნდა ვაქციოთ ნარკომანობა სამარცხვინო საქმედ და ყველა ამაში უნდა მონაწილეობდეს… მეორე მიმართულება ეს არის ბრძოლა ნარკოტიკების გამავრცელებლებთან. აქ ხელშეუხებელი არავინ არ არის… ასე, რომ მე გთავაზობთ, რომ ჩვენ მივიღოთ კანონი, რომლითაც ნარკოტიკების გამავრცელებლები არა მხოლოდ ჩადჯებიან ციხეებში, არამედ ჩვენი მოქალაქეების გაუბედურებით მოპოვებული მათი ქონება იქნება მთლიანად ჩამორთმეული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


სტატისტიკით, რომელიც შსს-ს მონაცემებს ეყრდნობა, ნარკოტიკების უკანონო შენახვა, დამზადება, გასაღების რეგისტრირებულმა დანაშაულმა 2074 შეადგინა 2005 წელს.


 

Back to top button