ახალი ამბები

სააკაშვილი სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორუფციის აღმოფხვრით დასრულდა სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი და იწყება მეორე ეტაპი, როცა გარედან ჩარევა არ იქნება საჭირო ამ სისტემის ფუნქციონებისთვის.


”მოდაშია სასამართლო სისტემის კრიტიკა და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი… მაგრამ დღეს მთლიანობაში სასამართლო სისტემაში კორუფცია აღარ არის და ეს არის ჩვენი საერთო მიღწევა და ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი სასამართლო რეფორმაში… და შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე ისეთი პრესტიჟის და თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა, როცა ჩამოყალიბდება შეგნება იმისა, რომ არ არის გარედან ჩარევა საჭირო ამ სისტემის ფუნქციონირებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში თავის წლიურ მოხსენებაში.


მისი თქმით, მომავალი წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოდის და ”საზოგადოება აიღებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგად გაართმევს თავს”. 


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადამიანი უფლებების კუთხით ძალიან ბევრი რამეა კიდევ გასაკეთებელი.


”რა თქმა უნდა პენიტენციალურ სისტემაშია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები”, – დასძინა სააკაშვილმა.

Back to top button