ახალი ამბები

სააკაშვილი: ხალხის დავალებები სრულდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილმა დღეს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ხალხის დავალებებს, რომელმაც ”მოგვიყვანა ამ დარბაზში 4 წლის წინ” ვარდების რევოლუციის დროს.


პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებამ ხალხისგან მიიღო დავალება დაემარცებინა კრიმინალები და ქურდული სამყარო, კორუფცია, გაეზარდა ბიუჯეტი, დაეძლია ენერგო კრიზისი, შეექმნა პირობები, სადაც ცოდნა დაფასდებოდა, შეექნა ისეთი ქართული არმია, რომელიც შეძლებდა სამშობლოს დაცვას.


”წელში გამართული ვდგავარ ამ ტრიბუნასთან… ეს დავალებები სრულდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი დინამიური და სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა, მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი და კორუფციასთან პირველი მებრძოლია.


”ქურდული გაგების ქვეყნის ნაცვლად, ჩვენ ახალა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რადაც ქურდული სამყარო არის წელში გატეხილი… სკეპტიკოსების საწინააღმდეგოდ ათეულებით კრიმინალური ავტორიტეტი იქნა იზოლირებული ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, რევოლუციიდან 4 წლის თავზე ყველა გამოკითხვით ხელისუფლებას ”ფენომენალური” მხარდაჭერა აქვს.


”ჩვენი ყველა რეფორმის მიზანი ის არის, რომ მივიღოთ უკეთესი შედეგი თითოეული მოქალაქისთვის… ხალხი არ აჰყვა რეფორმის წინააღმდეგ დაწყებულ არცერთ კამპანიას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


პრეზიდენტის განცხადებით, შარშანდელი წელი იყო ძალიან დიდი გამოწვევების და უდიდესი გამარჯვებების წელი.

Back to top button