ახალი ამბები

”ევორდ კაპიტალი” 16 ახალ საავადმყოფოს ააშენებს

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში გამარჯვებულად დღეს სამშენებლო კომპანია ”ევორდ კაპიტალი” დაასახელა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და თბილისში მსოფლიო სტანდარტების 16 ახალ საავადმყოფოს ააშენებს.


სანაცვლოდ სახელმწიფომ კომპანიას გადასცა ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამენიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ფაღავას პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.


სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე ხუთ კომპანიას შორის საუკეთესო პირობები ”ევორდ-კაპიტალმა” წარადგინა, რომლის დამფუძნებელია საინვესტიციო კომპანია ”ევორდი” .


კონკურსს, რომელიც იანვარში დამტკიცებული პროექტის ”100 ახალი საავადმყოფო” ფარგლებში ჩატარდა,  დღესვე ”წარმატებული” უწოდეს ჯანდაცვის და ეკონომიკური განვითარების მინისტრებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button