ახალი ამბები

საქართველო ერაყში სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდაზე მოლაპარაკებებს მართავს

საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ მხარესთან კონსულტაციებს მართავს რათა დადგინდეს თუ როდის და რამდენით გაიზრდება ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა ერაყში.


”ვიცით რომ უნდა გავზარდოთ, მაგრამ როდიდან და რამდენით ეს ჯერ მოლაპარაკებების საგანია. ქართული სამშვიდობოები ასევე მონაწილეობას ავღანეთშიც მიიღებენ”, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ინწკირველმა 9 მარტს.


9 მარტს BBC იტყობინება რომ საქართველო გეგმავს ერაყში ჯარისკაცთა რაოდენობა 2 000-მდე გაზარდოს.


საქართველოს ამჟამად კოალიციურ ჯარებში 850 სამხედრო მოსამსახურე ყავს, რაც საქართველოს ერაყში არსებული სამხედროების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით მეორე ადგილზე აყენებს. პირველზე ამერიკის შეერთებული შტატებია. თუმცა ამ მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზე გადაინაცვლებს, თუ დადასტურდა რომ საქართველო სამხედროთა რაოდენობას ერაყში მართლაც 2 000-მდე გაზრდის.


ერაყში მოვალეობის შესრულებისას, 2003 წლის აგვისტოდან მოყოლებული როდესაც საქართველომ პირველად გააგზავნა იქ ჯარები, სულ 18 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.


დაახლოებით 100 ქართველი ჯარისკაცი კოსოვოშიც მსახურობს.


პრეზიდენტმა სააკშვილმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთშიც აპირებს სამხედროების გაგზავნას.

Back to top button