ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გმობს აფხაზეთის არჩევნებს

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 4 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ”ვერ განიხილება როგორც კანონიერი არჩევნები”, განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა 7 მარტს.


”დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აფხაზეთში (საქართველო) შესაძლებელი გახდება მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რაც სრულად უზრუნველყოფს ყოველი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას”, – განაცხადა ტერი დევისმა.


”ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას და აქედან გამომდინარე მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს დაიწყონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც გახლავთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ადამიანის საერთო ინტერესი”, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button