ახალი ამბები

შსკ-ს სტამბოლის არაოფიციალურ შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია

თბილისმა და ცხინვალმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას 21-23 მარტს სტამბოლში შერეული საკონტროლო კომისიის არაოფიციალური სხდომის ჩატარების თაობაზე, იტყობინება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 7 მარტს.


შეთანხმებას შსკ-ს თანათავმჯდომარეებმა, კონფლიტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა 6 მარტს ცხინვალში გამართული შეხვედრის შედეგად მიაღწიეს.


ჩოჩიევის განცხადებით, სტამბოლის შეხვედრაზე განიხილავენ კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას და შსკ-ს პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.



 

Back to top button