
ახალი ამბები
უცხოურ ავიაკომპანიებს ლიცენზიების მოპოვებაში შეზღუდვები მოეხსნათ
პარლამენტმა 2 მარტს მესამე მოსმენით დაამტკიცა სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს სალიცენზიო პრივილეგიას ართმევს და თანაბარ პირობებში აყენებს უცხოურ ავიაკომპანიებთან.
ცვლილებების თანახმად რეგულარულ საერთაშორისო ავიაგადაზიდვებზე ლიცენზიის მოპოვების უფლება ექნება ნებისმიერ ავიაკომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, თუ კომპანიის საწესდებო კაპიტალის რა წილის მფლობელი იქნება საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მომზადდა, მიზნად ისახავს სამოქალაქო ავიაციის სფეროს მაქსიმალური ლიბერალიზაციას და ამ დარგში მომუშავე ფირმებისათვის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას.