skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ბრიუსელში სოლანას შეხვდება

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა 26 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, იტყობინება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პრესსამსახური 23 თებერვალს.


”შეხვედრა შესაძლებლობას მისცემს მხარეებს განიხილონ ევროკავშირსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება”, – ნათქვამია პრეს-რელიზში.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა 23 თებერვალს თბილისში ხელი მოაწერეს ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის.


ახალი დოკუმენტი ჩაანაცვლებს 1994 წელს ხელმოწერილ მემორანდუმს და დაარეგულირებს, როგორც ამჟამად მიმდინარე პროგრამების, ასევე ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების საკითხებს.

This post is also available in: English Русский

Back to top button