ახალი ამბები

ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვენაში ჩავიდა, სადაც 22-23 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.


სესიაზე განხილვის მთავარი თემა ეუთოს სივრცეში ენერგოუსაფრთოების საკითხი იქნება.


ნინო ბურჯანაძე ვენას კანადიდან ეწვია, სადაც ოფიციალური ვიზიტით 13 თებერვლიდან იმყოფებოდა.

Back to top button