
ახალი ამბები
ნატოს შეფასების ჯგუფი საქართველოში იმყოფება
დღეს საქართველოში ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით ნატოს შეფასების ჯგუფი ჩამოვიდა.
შეფასების ჯგუფი 23 თებერვლის ჩათვლით თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
ვიზიტის მიზანია საქართველოს მიერ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) და ნატოს დაგეგმვის და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში ვალდებულების შესრულების შეფასება.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ნატოს დელეგაცია 2006 წლის მარტიდან დღემდე ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს და სამომავლო გეგმებს განიხილავს. ანალოგიური მისია ბოლოს საქართველოს შარშან მარტში სტუმრობდა.