ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო დელეგაციის თანხლებით 13 თებერვალს ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს გამართავს კანადის თემთა პალატის სპიკერ პიტერ მილიკენთან, სენატის სპიკერთან ნოელ კინსელასთან, პრემიერ-მინისტრთან სტეფენ ჰარპერთან, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ მაკკეისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. 


ოტავას კონგრეს-ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა თემაზე “საერთაშორისო სუბიექტთა როლი დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობაში”.


 

Back to top button