
სტრასბურგის სასამართლოში დეპორტირებულებზე სარჩელის შეტანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
მარტის ბოლოს იწურება ვადა, როცა საქართველოს შეუძლია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთიდან დეპორტირებულთა საკითხებზე სარჩელი შეიტანოს, აცხადებენ საქართველოს ოფიციალური პირები.
თუმცა ამ საკითხზე საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს და თავს იკავებს კონკრეტული ვადების დასახელებისაგან.
”სარჩელზე მუშაობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება მტკიცებულებები სრულყოფილად. ჩვენი ამოცანა დღეს არის არსებული ფაქტები გავამაგროთ მტკიცებულებებით. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ სარჩელი შევიტანოთ და ჩვენ ეს საქმე ვერ მოვიგოთ”, – განაცხადა 13 თებერვალს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ დეპორტირებულთა საკითხების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
სარჩელს იუსტიციის სამინისტრო 450-მდე რუსეთიდან დეპორტირებული ადამიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამზადებს. საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას, მათ შორისაა კოლექტიური გაძევების აკრძალვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დისკრიმინაცია. სარჩელის მომზადებაში იუსტიციის სამინისტროს მაღალკვალიფიციური ბრიტანელი იურისტები უწევენ დახმარებას.
”ძნელად მოსაპოვებელია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ხელმოწერილია რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტაცია… არ მინდა ისე გამიგოთ, რომ ჩვენ მტკიცებულებები არ გვაქვს. საკმარისი მტკიცებულებები გაგვაჩნია, თუმცა აუცილებელია მეტი”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ საქმის ”პოლიტიკური მხარე