
ახალი ამბები
ეროვნული ფორუმი ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს
ოპოზიციური პარტია ”ეროვნული ფორუმი” საარჩევნო სისტემის სრულყოფისა და არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურების მოდელის შექმნის თაობაზე ძირითად ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობას და ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.
”აუცილებლად მიგვაჩნია საარჩევნო კოდექსის თაობაზე კონსულტაციების და აქტიური მუშაობის დაწყება ახლავე და არა არჩევნების მოახლოებისას. მნიშვნელოვანია დროულად მოხერხდეს ერთიანი პოზიციის შემუშავება”, – ნათქვამია ოპოზიციურ პარტიების მიმართ ”ეროვნული ფორუმის” 30 იანვარს გაგზავნილ მიმართვაში.
ეროვნული ფორუმი რესპუბლიკურ, კონსერვატიულ, ლეიბორისტულ პარტიებს, ასევე ახალ მემარჯვენეებს, მრეწველებს და პარტია ”თავისუფლებას” პოზიციის გამოხატვას 5 თებერვლამდე თხოვს.