ახალი ამბები

სოხუმი საბაჟო ტერმინალ ”ფსოუზე” კონტროლის დათმობას არ აპირებს

აფხაზეთში საბაჟო ტერმინალ ”ფსოუზე” კონტროლის დაწესების თაობაზე თბილისის მოთხოვნა, რომელსაც ის მოსკოვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ უყენებს, ”სასაცილოა”, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და დასძენს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად დაიცავს თავის ”სახელმწიფო საზღვარს და საბაჟო სივრცეს”.


”ეს აბსოლუტურად არ ჯდება რეალობაში. და არ ვფიქრობ, რომ თბილისში ეს არ ესმით. მე მგონია, რომ ამ თემაზე დიალოგის გაგრძელება დროის გარკვეული მონაკვეთია – ეს არის საქართველოს მხრიდან მცდელობა შეინარჩუნოს სახე. ამ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი ცხადია. საქართველოს მოთხოვნები არ შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული”, – იტყობინება 29 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი ლაკობას ინტერვიუზე დაყრდნობით.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 იანვარს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში განთავსებული ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების წინაპირობაა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button