ახალი ამბები

ბაღათურიამ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა

დღეს ახალი პოლიტიკური პარტია “ქართული დასის“ პრეზენტაცია შედგა, რომლის ხელმძღვანელიც ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი ჯონდი ბაღათურიაა.


მისი განცხადებით, პარტია არის “ხალხის და ხალხის მიერ შექმნილი, რომელიც იცავს მოქალაქეების უფლებებს”. ბაღათურია მზად არის ითანამშრომლოს სხვა პარტიებთან.


ჯონდი ბაღათურიამ ლეიბორისტები, პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან უთანხმოების შედეგად დეკემბერში დატოვა. ლეიბორისტებში გაწევრიანებამდე ბაღათურია პარტია „აღორძინების“, ხოლო უფრო ადრე „ეროვნული დემოკრატიული პარტიის“ წევრი იყო.

Back to top button