skip to content
ახალი ამბები

საქართველო “პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში საჰაერო ძალების სწავლებას უმასპინძლებს

საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს საჰაერო კომპონენტის სარდლობის შტაბის შეფასების დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოს საჰაერო ბაზის ინფრასტრუქტურის შეფასება “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ეგიდით სამხედრო საჰაერო ძალების მრავალეროვნული სწავლების საქართველოში გასამართად.


სწავლების მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებლად 23 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.


ვიზიტის ფარგებში შეფასების ჯგუფი მარნეულის და ალექსეევკას სამხედრო აეროდრომებს მოინახულებს. ასევე დაგეგმილია ვაზიანის სამხედრო ბაზის დათვალიერება. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს ექსპერტთა მოთხოვნის შემთხვევაში სწავლების წარმატებით ჩატარების მიზნით პროექტის ფარგლებში ქართული მხარე სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გარკვეულ სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button