
ახალი ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დეპუტატ გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.
რუსეთ–საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის საკითხი შესაძლოა 22–26 იანვარს ევროპის საბჭოს პარლამენტარების დებატების საგანი გახდეს. ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა შეისწავლა.
თუმცა ქართული მედია იტყობინება, რომ საქართველოსთან ურთიერთიერთობების ნორნალიზების თაობაზე პრეზიდენტ პუტინის განცხადების შემდეგ, შესაძლოა ასამბლეის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი აღარ ჩაისვას.
საპარლამენტო ასამბლეაზე ასევე დაგეგმილია კოსოვოს ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვა.