ახალი ამბები

ქრონოლოგია – 2006

» ქრონოლოგია: 200420052006

















იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი
ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

იანვარი


4 იანვარი  – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მან ტელეკომპანია „მზის“ აქციები შეიძინა. გარიგების თანხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11385


10 იანვარი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ კავკასიაში ვატიკანის წარმომადგენელი, რომის პაპის ნუნცია კლაუდიო გუჯეროტი დაიბარა და პროტესტი გამოხატა ვატიკანის დელეგაციის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ცნობით, ეს ვიზიტი წინასწარ არ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან. 
https://civil.ge/geo/article.php?id=11416


11 იანვარი – თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ არუთუნიანი დამნაშავედ ცნო 2005 წლის მაისში პრეზიდენტ ბუშის მკვლელობის მცდელობაში და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11423


20 იანვარი – ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის 2006 წლის მოხსენებაში  ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგა წამების აღსაკვეთად, თუმცა წამების და სხვა დარღვევების ფაქტები კვლავ ფიქსირდება.
https://civil.ge/geo/article.php?id=11494


22 იანვარი – ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენის აფეთქების შედეგად საქართველოს რუსეთიდან გაზის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიმართ რუსეთმა ძალიან მძიმე საბოტაჟის აქტი განახორციელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისის რეაქციას „ისტერიული“ უწოდა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11503
https://civil.ge/geo/article.php?id=11516


25 იანვარი – საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არ დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), რასაც საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11551


26 იანვარი – საქართველოში ენერგოკრიზისი გამწვავდა, რადგან დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, რის შედეგადაც ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, თბილისის ჩათვლით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოკრიზისის გამწვავების გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა დავოსში ვიზიტი შეწყვიტა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11570


26 იანვარი – აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ირანში ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მეორე დღეს განაცხადა, რომ ირანთან „ხელსაყრელ ფასად“ გაზის იმპორტის თაობაზე მიღწეულია შეთანხმება. გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11577
https://civil.ge/geo/article.php?id=11578
https://civil.ge/geo/article.php?id=11592


30 იანვარი – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსი უნდა მიესადაგებოდეს პოსტ–საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარებას.
https://civil.ge/geo/article.php?id=11605
https://civil.ge/geo/article.php?id=11606
https://civil.ge/geo/article.php?id=11639


თებერვალი


5 თებერვალი – საქართველომ ირანიდან გაზის იმპორტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რუსეთიდან გაზის სრულად მოწოდება აღდგა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11674


8 თებერვალი – მარნეულის ათასამდე ადგილობრივმა მოსახლემ, რომლებიც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, ევროპულ გაზეთებში დაბეჭდილი მუჰამედის კარიკატურების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11698
https://civil.ge/geo/article.php?id=11719


9 თებერვალი – აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ განაცხადა, რომ ქართული მხარის თხოვნამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე “შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“. განცხადება საქართველოს პარლამენტის სხდომის წინ გაკეთდა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი უნდა განეხილა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11715
 
10 თებერვალი – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მრეწველთა პარტიიდან, ახალ მემარჯვენეებთან არსებული კოალიციიდან გამოყოფის შემდეგ, ახალი საპარლამენტო ფრაქციის პრეზენტაცია გამართეს. 
https://civil.ge/geo/article.php?id=11725


12 თებერვალი – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2006 წელს მოგვარდება.


13 თებერვალი – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულმა სხდომამ, რომელზეც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის თაობაზე მთავრობის წევრების ინფორმაცია მოისმინეს, მხარი დაუჭირა პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების მე–4 პუნქტის ამოქმედებას, რომელიც სამშვიდობოების გაყვანის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებდა და შესაბამისი დადგენილების 15 თებერვალს მიღების მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს მიმართა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11739
https://civil.ge/geo/article.php?id=11732


14 თებერვალი – პარლამენტისადმი თავის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გახდა ქვეყანა მზარდი ეკონომიკით, რომელსაც აქვს შანსი 2008 წლისთვის ნატოში გაწევრიანდეს.
https://civil.ge/geo/article.php?id=11761


15 თებერვალი – საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 179 ხმით დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომელიც ავალებს მთავრობას გადახედოს 1992 წლის 24 ივნისს მიღებულ სოჭის შეთანხმებას და უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში არსებული სამშვიდობო ოპერაციის ჩანაცვლება ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით.
https://civil.ge/geo/article.php?id=11788


17 თებერვალი – პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ჩალაგაშვილი დაამტკიცა.


17 თებერვალი – შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ დაკავებულია ოთხი პიროვნება, რომლებიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.
https://civil.ge/geo/article.php?id=11804


18 თებერვალი – პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა კობა ბექაურმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ  საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ მისი ბიზნეს-ინტერესები არ დაადასტურა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11812


21 თებერვალი – საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო), თუ მოსკოვი დაეხმარება თბილისს როკის გვირაბზე და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის აღდგენაში, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 
https://civil.ge/geo/article.php?id=11842


22 თებერვალი – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მისვლა მოითხოვეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. 
https://civil.ge/geo/article.php?id=11854


24 თებერვალი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლეაში ნაპოვნი იქნა 11 დახოცილი გედი, რომელთაგან სულ ცოტა ერთი, სავარაუდოდ, “ფრინველის გრიპით“ იყო დაავადებული.  მთავრობამ ცოცხალი ფრინველით ვაჭრობა აკრძალა და რაიონში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11907


28 თებერვალი – ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “დემოკრატიული ფრონტიდან“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დეპუტატებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11913


მარტი


1 მარტი – პარლამენტის შენობის წინ ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებდენ, რომელიც გამყიდველებს ავალდებულებს ბაზრობებზე სალარო აპარატებით ისარგებლონ.
https://civil.ge/geo/article.php?id=11920


3 მარტი – ოთხმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა – განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან დაუპირისპირდნენ მთავრობის პოლიტიკას სხვადასხვა სფეროებში.
https://civil.ge/geo/article.php?id=11944


3 მარტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს თბილისის სისხლის სამართლის კოლეგიამ 1991 წელს მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის მკვლელობის ბრალდებით აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
https://civil.ge/geo/article.php?id=11945


6 მარტი – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო დააპატიმრეს.
 https://civil.ge/geo/article.php?id=11958


7 მარტი – შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. დონაძე, სამინისტროს რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად, სავარაუდოდ კავშირშია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან. თუმცა, დონაძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი იყო მისი “კონფლიქტური ურთიერთობები“ რამდენიმე ჟურნალისტთან. 
https://civil.ge/geo/article.php?id=11963


11 მარტი – საპროტესტო აქციის ასობით მონაწილემ ახალქალაქის ადგილობრივ სასამართლოზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალზე იერიში მიიტანა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12010
https://civil.ge/geo/article.php?id=12017


12 მარტი – საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტიამ “საქართველოს გზა“ დამფუძნებელი ყრილობა გამართა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12011


13 მარტი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.
https://civil.ge/geo/article.php?id=12018



14 მარტი – თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯეთ სეზერი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12023
https://civil.ge/geo/article.php?id=12078


14 მარტი – საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი რელიგიურ საფუძველზე თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლებასა და 7 იანვარს საშობაო ლიტურგიის პირდაპირ ეთერში გაშვების აკრძალვაში დაადანაშაულა. თამარ კინწურაშვილმა ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო.  
https://civil.ge/geo/article.php?id=12035


16 მარტი -თბილისში ავტომანქანების მფლობელებმა ზუსტად 18:00 საათზე რამდენიმე წუთიანი სიგნალი მისცეს შს მინისტრის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ნიშნად. ეს ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ.   
https://civil.ge/geo/article.php?id=12061


16 მარტი – პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლუკაშენკოს რეჟიმს „დიქტატორული“ უწოდა და განაცხადა, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ბელარუსში ნიშნავს “ბრძოლას თავისუფლებისთვის მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში“.
https://civil.ge/geo/article.php?id=12070


20 მარტი – მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე. იმავდროულად, ალასანიამ შეინარჩუნა ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსი. ალასანია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ შეცვალა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12098


27 მარტი – იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №5 საპყრობილეში გამთენიისას მომხდარი “ინციდენტის“ შედეგად შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12165


27 მარტს – რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ რეკომენდაცია მისცა ქვეყნის საბაჟო სამსახურს საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე იმ მოტივით, რომ დარღვეულია სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები და ნორმები.
https://civil.ge/geo/article.php?id=12178
https://civil.ge/geo/article.php?id=12184
https://civil.ge/geo/article.php?id=12390


29 მარტი – ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესსა და თავისუფალ მედიაზე ხელისუფლების ზეწოლაზე ისაუბრა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12191


31 მარტი – საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ” და “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ” .
https://civil.ge/geo/article.php?id=12214
https://civil.ge/geo/article.php?id=12249


31 მარტი – პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრს, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით. ამ გადაწყვეტილებამ უბიძგა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომების შვიდთვიანი ბოიკოტი დაეწყოთ.
https://civil.ge/geo/article.php?id=12221
https://civil.ge/geo/article.php?id=12281


აპრილი


10 აპრილი – პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩინეთში ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
https://civil.ge/geo/article.php?id=12313
https://civil.ge/geo/article.php?id=12318


12 აპრილი – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12317


20 აპრილი – „მაპატიეთ და ფეკალური მასაც რომ გაიტანოთ რუსეთში, იქ ისიც გაიყიდება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტმა ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება დაავალა. მაისში პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს თავდაცვის მინისტრის ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.
https://civil.ge/geo/article.php?id=12409
https://civil.ge/geo/article.php?id=12515


26 აპრილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს მეტი რაოდენობის გაზი შეისყიდოს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან შეღავათიან ფასად, ვიდრე ეს არსებული კონტრაქტით არის გათვალისწინებული. 
https://civil.ge/geo/article.php?id=12434


29 აპრილი – მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის News Corporation–ი ქართული მედია ჰოლდინგის “იმედის”, რომლის მფლობელიც ბადრი პატარკაციშვილია, აქციების შესყიდვას აპირებს.
https://civil.ge/geo/article.php?id=12464


30 აპრილი – სენაკში ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზა გაიხსნა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12465


მაისი


1 მაისი – თბილისის მოსახლეობა მოხმარებულ ერთ კუბამეტრ ბუნებრივ აირზე 27 თეთრის ნაცვლად 34,2 თეთრს გადაიხდის, ხოლო რეგიონებში 30-დან 36 თეთრამდე გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს.
https://civil.ge/geo/article.php?id=12466


2 მაისი – პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა  ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის და მოსახლეობას კონსოლიდაციისა და “ამ საფრთხის გაცნობიერებისკენ“ მოუწოდა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12488


4 მაისი – რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ მიიღო გადაწყვეტილება ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვის თაობაზე. მეორე დღეს რუსეთმა ასევე აკრძალა „ნაბეღლავის“ იმპორტი.
https://civil.ge/geo/article.php?id=12523


6 მაისი – აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ სამშვიდობო გეგმა სახელწოდებით „მომავლის გასაღები“ წარადგინა, რომელიც სთავაზობს თბილისს „ხელახლა შეაფასოს თავისი შეცდომები“. დოკუმენტი ასახავს „აფხაზი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისადმი“.
https://civil.ge/geo/article.php?id=12549


7-8 მაისი – ხორვატიის პრეზიდენტი სტეფან მესიჩი საქართველოს სტუმრობს.
https://civil.ge/geo/article.php?id=12536


8 მაისი – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მისცა დავალება იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს შეისწავლონ ბოლო სპეცოპერაციების დროს პოლიციის მიერ  გამოყენებული ძალის ადეკვატურობის საკითხი.
https://civil.ge/geo/article.php?id=12543
https://civil.ge/geo/article.php?id=12539


11 მაისი – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ახალი, სამ საფეხურად დიფერენცირებული სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან შევა. 
https://civil.ge/geo/article.php?id=12570
https://civil.ge/geo/article.php?id=12580


12 მაისი – შპს “ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურზე“ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია Greenoak Group–მა გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც კომპანია 92 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მას ბათუმის პორტი 49 წლის მართვის უფლებით გადაეცემა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12584


12 მაისი – თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაზე “თბილგაზი“ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ, ყაზახურმა  “ყაზტრანსგაზმა“  მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12585


12 მაისი – ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სს “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე“ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ყაზახური ბანკი “TuranAlem“ დაასახელა, რომელიც ამ ობიექტში 90 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის.
https://civil.ge/geo/article.php?id=12586


15 მაისი – თბილისში თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჩამოვიდა. იგი მონაწილეობას იღებს ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.
https://civil.ge/geo/article.php?id=12593


17 მაისი – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა მორწმუნე ქრისტიანებს “თავი შეიკავონ“ ფილმის „და ვინჩის კოდის“ ნახვისგან.
https://civil.ge/geo/article.php?id=12632


19 მაისი –  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სამართალდამცავი სტრუქტურები ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა. მან ასევე გააკრიტიკა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია და ის 27 მარტს ციხეში მომხდარი ბუნტის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12643
https://civil.ge/geo/article.php?id=12645


23-25 მაისი –  გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაცია საქართველოს ეწვია და კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისსა და სოხუმში მოლაპარაკებები გამართა.
https://civil.ge/geo/article.php?id=12656


24 მაისი – მოსკოვში პრესკონფერენციაზე საუბრისას იგორ გიორგაძემ, რომელიც საქართველოს მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება, განაცხადა, რომ იგი “ჭინჭრების რევოლუციას“ მოაწყობს საქართველოში, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაცია უარს იტყვის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.
https://civil.ge/geo/article.php?id=12680


26 მაისი – პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
https://civil.ge/geo/article.php?id=12713


30 მაისი – ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეამ პარიზში გამართულ სესიაზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს შესახებ და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდა 2006 წლის ზაფხულში დაიწყონ ე.წ. ‘ინტენსიური დიალოგი’ საქართველოსთან.
https://civil.ge/geo/article.php?id=12738


30 მაისი – მმართველმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობა“ განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს გიგი უგულავას ასახელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის გაიმართება. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე გამოთქვა თბილისის მერობის სურვილი.
https://civil.ge/geo/article.php?id=12745


ივნისი


1 ივნისი – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იმის პარალელურად, რომ რუსეთი იზიარებს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, ასევე პატივისცემას იმსახურებს თვითგამორკვევის პრინციპი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
https://civil.ge/geo/article.php?id=12757


5 ივნისი – აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით ცხინვალში გაემგზავრა.
https://civil.ge/geo/article.p

მსგავსი/Related

Back to top button