skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი გმობს სააკაშვილის ვიზიტს კონფლიქტის ზონაში

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში იყო “დემარში და კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემდგომი ზრდისა და ქურთაში განთავსებული დესტრუქციული ძალებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მცდელობა“.


განცხადებაში ნაგულისხმებია სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობა, რომლის შტაბბინაც ქართულ სოფელ ქურთაშია განთავსებული.


“საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდოს ქართულ მხარეს თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და მოძებნოს ურთიერთმისაღები მოგვარების ფორმა [მოლაპარაკებების] არსებულ ფორმატში და სამხრეთ ოსეთის მხარის სამშვიდობო ინიციატივის კონტექსტში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო “ოსინფორმი“ ავრცელებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button