
ახალი ამბები
სომხეთს ბუნებრივი აირი შეზღუდულად მიეწოდება
სომხეთი და საქართველოს რამდენიმე რაიონი რუსეთიდან შემოსულ ბუნებრივ აირს უკვე მეორე დღეა სრულყოფილად ვერ იღებენ დუშეთის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული გაზსადენის შეკეთება და სავარაუდოდ 21 დეკემბერს სომხეთი სრულყოფილად მიიღებს ბუნებრივ აირს.
ამ დროისათვის სომხეთი კუთვნილი 8,5 მლნ კუბამეტრი გაზის ნაცვლად, ყოველდღიურად 3,5 მლნ კუბამეტრ აირს იღებს.