skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: თურქეთი არის საქართველოს ფანჯარა ევროპაში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება, 20 დეკემბერს განაცხადა, რომ თურქეთი არის საქართველოს “მეგობარი” და “ფანჯარა ევროპაში”.


“წელს თურქეთმა შემოიღო უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან, მომავალ წელს ყველა სავაჭრო ბარიერი მოიხსნება, ჩვენ ვიწყებთ დიდ სარკინიგზო მიმოსვლის პროექტს [ბაქო-ახალქალაქი-ყარსი], რომელიც საქართველოს რკინიგზას ჩართავს ევროპულ სარკინიგზო ქსელში მრავალწლიანი იზოლაციის შემდეგ. ერთი სიტყვით, თურქეთი ჩვენთვის გახდა ფანჯარა ევროპისკენ, გარე სამყაროსკენ, უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა სააკაშვილმა ანკარაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახნის ოფიციალურ ცერემონიაზე.


პრეზიდენტი სააკაშვილი 19 დეკემბერს ანკარაში თავის თურქ კოლეგას აჰმედ ნეჯეთ სეზერს შეხვდა, ხოლო 20 დეკემბერს ის თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოგანს სტამბოლში შეხვდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button