skip to content
ახალი ამბები

კოკოითი თბილისთან მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივით გამოდის

მოსკოვში მყოფმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს სთავაზობს 2007 წელი “მოლაპარაკებების და კეთილმეზობლური ურთიერთობის“ დაწყების წლად გამოცხადდეს.


“მე პირადად ვაგზავნი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ახალი წლის და შობის მისალოც წერილს, სადაც მთელ ქართველ ერს ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს და აყვავებას და ვთავაზობ 2007 წელი გავხადოთ მოლაპარაკებების პროცესში გარღვევის და ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის აღდგენის წლად“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


მისი თქმით, ოსური მხარის კიდევ ერთი “კეთილ ნების“ ჟესტია მომავალი წლიდან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 30%–ით შემცირება.


კოკოითის ამ განცხადებებს თბილისში უკვე უწოდეს მორიგი PR-აქცია.


“ეს არის უკანონო ფორმირებები, რომელთა საერთოდ ლიკვიდაციას ვითხოვთ ჩვენ. ესეც პროპაგანდის ნაწილია“, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button