ახალი ამბები

გილაური გაზზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს

ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, შაჰ–დენიზის გაზსადენით ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან დასრულებულია, თურქეთთან კი გაზის საფასურსა და გადახდის პრინციპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.


“ლაპარაკი იქნება თურქეთის მხარისათვის გარკვეულ კომპენსაციაზე, თუ ამ გაზის დათმობისთვის რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მხრიდან“, – განაცხადა ნიკა გილაურმა, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრეზიდენტს ახლავს თან. 


მან არ გამორიცხა, რომ საქართველომ თურქეთს აირის სანაცვლოდ შესაძლოა ელექტროენერგია მიაწოდოს. გილაურმა თავი შეიკავა გაზის ფასის დასახელებისაგან, თუმცა განაცხადა, რომ თურქეთთან გაზის ფასი გარკვეულია.


მინისტრის ინფორმაციით, შაჰ–დენიზის გაზის მიღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 21 დეკემბერს, თურქეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

Back to top button