ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოსთან საზღვარზე დამატებითი პოსტები გახსნა

საქართველოსთან საზღვრის ჩრდილოეთ კავკასიურ მონაკვეთზე რუსეთმა დამატებითი სადამკვირვებლო პოსტები გახსნა, იუწყება “რია ნოვოსტი” 19 დეკემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის ნიკოლაი პატრუშევის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


“საქართველოს ტერიტორიიდან ბანდფორმირებების შემოღწევის აღკვეთის მიზნით რუსეთ–საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიურ მონაკვეთზე დამატებით 400–ზე მეტი სადამკვირვებლო პოსტი გაიხსნა“, – განაცხადა პატრუშევმა.

Back to top button