
ახალი ამბები
აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების როტაცია მიმდინარეობს
19–23 დეკემბერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კერძოდ გალის რაიონსა და კოდორის ხეობის ქვემო ნაწილში რუსი სამშვიდობოების გეგმიური როტაცია განხორციელდება, იუწყება “აფსნიპრესი”.
ამავდროულად, განხორციელდება სამსახურეობრივი საბრძოლო ამოცანების, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო–ტექნიკური ქონების, ასევე სადამკვირვებლო საგუშაგოების და საკონტროლო–გამშვები პუნქტების გადაცემა დსთ–ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონის ფარგლებში.