skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ორი რუსი სამშვიდობო ხანმოკლე დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს

დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ტინძისთან ქართველმა სამართალდამცავებმა ორი რუსი სამშვიდობო დააკავეს. თუმცა, ხანმოკლე დაკავების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.  


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ მანქანით კონტრაბანდული პროდუქტები გადაჰქონდათ.


მისივე თქმით, ქართულმა მხარემ „კეთილი ნება“ გამოიჩინა და დაკავებული სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების სარდლობას გადასცა. 


არც რუსი სამშვიდობოების სარდლობას, არც სამხრეთ ოსეთის მხარეს ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button