skip to content
ახალი ამბები

შსკ-ში რუსეთის წარმომადგენელი ცხინვალს სტუმრობს

შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი ცხინვალში 29 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ბორის ჩოჩიევს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაში, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართული პოლიცია 28 ნოემბერს ორი ადგილობრივი ოსის “გატაცებაში“ დაადანაშაულა. ქართული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ქართულმა პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button