
ახალი ამბები
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას ისევ იური მოროზოვი უხელმძღვანელებს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა დღეს დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარედ იური მოროზოვს დაუჭირა მხარი, რომელსაც ეს თანამდებობა 2005 წლის ივლისიდან უკავია, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 29 ნოემბერს.
კოკოითმა მოროზოვის კანდიდატურა მას შემდეგ წარადგინა, რაც თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მთლიანმა შემადგენლობამ თანამდებობები დატოვა.
კოკოითის განცხადებით, მთავრობის ძველი შემადგენლობა 20 დეკემბრამდე შეასრულებს მოვალეობას, სანამ ახალი კაბინეტის ფომირების საკითხი არ გადაწყდება.