ახალი ამბები

ლატვია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას პირდება

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ატის სლაკტერისი 27 ნოემბერს რიგაში დაგეგმილ ღონისძიებებს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიღებს მონაწილეობას და სადაც დაადასტურდება ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, აცხადებს ლატვიის თავდაცვის სამინისტრო.


ბურჯანაძესა და სლაკტერისს შორის მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ-ს სენატორი რიჩარდ ლუგარიც მიიღებს მონაწილეობას, რიგაში 28-29 ნოემბერს დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ გაიმართება.


“ჩვენმა ქვეყანამ შეუფასებელი ცოდნა შეიძინა იმ გამოცდილებით, რომელიც ნატოში ინტეგრაციის გზაზე მივიღეთ და გვინდა საქართველოს გავუზიაროთ მთელი ჩვენი გამოცდილება, რათა ახლა მას დავეხმაროთ ამ გზაზე“, – განაცხადა ლატვიელმა მინისტრმა.


22 ნოემბერს ლატვიის სეიმმა ერთხმად მიიღო დეკლარაცია საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდასაჭერად.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button