skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს უკან დასახევი გზა არ აქვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის“ სამი წლისადმი მიძღვილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ოდესმე “დააჩოქოს“ საქართველო და მოსახლეობას ერთიანობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდა.


სააკაშვილმა ეს განცხადება თავისუფლების მოედანზე გააკეთა, სადაც წმინდა გიორგის 40-მეტრიანი მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. 


“ის, ვისაც დღეს საქართველოს დაჩოქება სურს, მიხვდება, რომ საქართველო კიდევ უფრო გაიმართება წელში. ეს წნეხი ჩვენთვის უკეთესიც არის, იმიტომ რომ შევქმნით უკეთეს და მოქნილ ეკონომიკას, უფრო ძლიერ სახელმწიფოს შევქმნით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით და როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მოთმინება… დღეს საქართველომ კარგად ისწავლა თავისუფლების ფასი. სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე. დღეს საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს აშენებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ამჟამად საქართველოს “უკან დასახევი გზა აღარ აქვს“ და “ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავიხიოთ“.


“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო დღეს არის ახალ დიდგორში, ჩვენ დავიწყეთ ახალი დიდგორი საქართველოს საბოლოო გასათავისუფლებად და ფეხზე დასაყენებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“წნინდა გიორგი გაუძღვება ერთიან, ძლიერ და ღირსების გრძნობით აღვსილ  საქართველოს საბოლოო თავისუფლებამდე. საქართველო გაერთიანდება“,  -დასძინა მან.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button