skip to content
ახალი ამბები

ფინანსურ პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ფინანსური პოლიციის ახალ ხელმძღვანელად დავით ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 


ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი 10 ნოემბერს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.


ჯერ–ჯერობით უცნობია შეინარჩუნებს თუ არა დავით ქარსელაძე  პოსტს შემოსავლების სამსახურის შექმნის შემდეგ, რომელიც დაგეგმილია, რომ ფინანსთა სამინისტროში იანვრიდან უნდა ჩამოყალიბდეს საგადასახადო, საბაჟო დეპარტამენტებისა და ფინანსური პოლიციის გაერთიანების შედეგად.


“ჯერ ნაადრევია მსჯელობა მისი შემოსავლების სამსახურის უფროსად დატოვებაზე“, – განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button