skip to content
ახალი ამბები

კარასინი მოსკოვში კოკოითს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 17 ნოემბერს მოსკოვში მყოფ ედუარდ კოკოითს შეხვდა და მას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში “დამაჯერებელი“ გამარჯვება მიულოცა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით,  შეხვედრაზე განიხილეს სეპარატისტული არჩევნების პარალელურად გამართული ალტერნატიული არჩევნების საკითხიც. 

ასევე გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებათა პროცესი ჩიხშია შესული და აღინიშნა მისი არსებულ ფორმატში განახლების საჭიროება.

მსგავსი/Related

Back to top button