ახალი ამბები

მეთიუ ბრაიზა თბილისსა და სოხუმს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა 17 ნოემბერს თბილისში ჩამოვა და საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთნ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებს განიხილავს, იტყობინება აშშ-ს საელჩო თბილისში.


მეთიუ ბრაიზა ასევე ეწვევა სოხუმს, სადაც 18 ნოემბერს თვითგამოცხადებული რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდება.  


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები იქნა განხილული 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დანიელ ფრიდს შორის გამართულ შეხვედრაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button