skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: რუსეთი საქართველოს უნდა დაელაპარაკოს, როგორც თანაბარ პარტნიორს

სანკტ–პეტერბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ანტირუსული განცხადებები არ შეწყდება მანამ, სანამ არ შეწყდება ანტიქართული მოქმედებები რუსეთის მხრიდან.


ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ 15 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერთან სერგეი მირონოვთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


“მე შევეცადე ამეხსნა ბატონი მირონოვისთვის, რომ სასწორის თეფშებზე სხვადასხვა წონითი კატეგორები დევს, ერთ მხარეს საქართველოს განცხადებები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს რუსეთს, მაგრამ რომელიც არის გამოძახილი იმ ძალიან კონკრეტული ქმედებების, რომელიც არის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების დანგრევისაკენ რუსეთის მხრიდან. ამიტომ, თუ რუსეთს მართლაც სურს საქართველოსთან მიმართებაში საკითხების პოზიტიურ ჭრილში გადატანა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს დაელაპარაკება, როგორც თანაბარ პარტნიორს და საქართველოს ეროვნულ და კანონიერ ინტერესებს სცემს პატივს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.


იგი სანკტ–პეტერბურგში დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფება, სადაც დღეს სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button