
ახალი ამბები
ქართველმა მესაზღვრეებმა რუსული გემი დააკავეს
სანაპირო დაცვის მესაზღვრეებმა 15 ნოემბერს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი გემი “სორმოვსკი 116” ფოთის პორტის აკვატორიაში ზღვაში ნავთობის ჩაღვრის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გარემოს დაბინძურების ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა. გემს, სავარაუდოდ, 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება.