ახალი ამბები

სააკაშვილი: მთელი სახელმწიფო აპარატი ბიზნესის განვითარებაზე მუშაობს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას აქვს მკაცრი დავალება იმუშაოს ბიზნესის განვითარებაზე, რაც არის პასუხი საქართველოს მიმართ განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლაზე.


“დღეს ჩვენ ყველანი ვართ ბიზნესის განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო თანამდებობის პირები, იმიტომ რომ ბიზნესია დასაქმება, განვითარება და საქართველოს გამთლიანება… ჩვენი თავდაცვის ხაზი და თავდასხმის მთავარი ხაზიც გადის დღეს ეკონომიკაზე“, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა


პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსთავში მეტალურგიული ქარხნის ახალი საამქროს გახსნის დროს გააკეთა, სადაც პრეზიდენტის დასაქმების პროგრამით 100 ადამიანი, მთლიანობაში კი 1000 ადამიანი დასაქმდა.


“ეს პროგრამა მუშაობს…ის ვინც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი იყო არჩევნებისთვის, არჩევნები დამთავრდა და კიდევ ორი წელი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყოველდღე ვაბარებთ გამოცდას და ყოველდღე გვინდა რომ რაღაც გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მან.

Back to top button