We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

გაეროს მისია მოუწოდებს სოხუმს შეწყვიტოს საჰაერო წვრთნები

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში მოუწოდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას შეწყვიტოს საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობას.


სამხედრო საჰაერო წვრთნები თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 6 ნოემბერს დაიწყო და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვის ბოლომდე გასტანს.

“მისიამ მიმართა აფხაზეთის მხარეს შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ავიატრანსპორტის ნორმალურ ფუნქციონირებას“, – განაცხადა გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 7 ნოემბერს გავრცელებულ პრეს–რელიზში. 

This post is also available in: English Русский

Back to top button