skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციონერ დეპუტატებს კოდორის შესახებ ’ნდობის ჯგუფთან’ შეხვედრა სურთ

ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა 7 ნოემბერს პარლამენტის ნდობის ჯგუფს მოსთხოვეს ინფორმაცია მიაწოდონ იმ საფრთხეების თაობაზე, რაც შესაძლოა ზემო კოდორის ხეობას ზამთრის პერიოდში დაემუქროს.   


პარლამენტის ნდობის ჯგუფისთვის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოთხ დეპუტატს აერთიანებს, ხელმისაწვდომია თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია.


“ოპოზიციას არ ჰყავს წარმომადგენელი არ ჯგუფში. ამდენად, გვინდა, რომ  ჯგუფმა ინფორმაცია მოგვაწოდოს კოდორში არსებული სიტუაციის თაობაზე. ზამთარი ახლოვდება და ხეობაში მისასვლელი გზა [ქართული მხრიდან] ჩაიკეტება [თოვლის გამო], თუმცა აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მისასვლელი გზა დარჩება. გვინდა გავიგოთ, როგორია ხელისუფლების გეგმები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა 7 ნოემბერს.


ამ მოთხოვნამ დებატები გამოიწვია ნდობის ჯგუფში ოპოზიციის წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე.


“მე ძალიან კონსტრუქციულად ვარ განწყობილი და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდებოდნენ ოპოზიციის კანდიდატზე, რომელიც შევიდოდა ამ ჯგუფში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე.


ოპოზიციონერ დეპუტატებს ჯგუფში ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეყვანა სურთ, რომლის კანდიდატურაც უმრავლესობამ ერთხელ უკვე ჩააგდო კენჭისყრის შედეგად.  დეპუტატები მმართველი პარტიიდან ამჯერადაც მისი კანდიდატურის წინააღმდეგ არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button