ახალი ამბები

ცხინვალი თბილისს კონფლიქტის ზონაში რადიოლოკაციური სადგურის განთავსებაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, ქართულმა მხარემ რადიოლოკაციური სადგური განათავსა კონფლიქტის ზონის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმება დაარღვია.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, რადიოლოკაციური სადგურის არსებობა სოფელ შავშვებთან ასევე დაადასტურეს კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსულმა სამშვიდობო ძალებმა.


თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია, იუწყებოდა ქართული მედია 5 ნოემბერს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button