skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი საფრანგეთში გაემგზავრა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც თავის ფრანგ კოლეგას ფილიპ დუსტ-ბლაზს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების პარალელურად განიხილება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები.


“ჩვენი მიზანი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მობილიზაცია იმისათვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ იყოს ბევრად უფრო ეფექტური და სწრაფი“, – განუცხადა გელა ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია “მზეს“ გამგზავრების წინ.


საფრანგეთიდან გელა ბეჟუაშვილი ბულგარეთს ეწვევა, სადაც საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button